ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. კერძოდ, დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დებატები სახელწოდებით - „საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება“ არის დაგეგმილი.
დებატები დღის მეორე სესიაზეა დაგეგმილი, რომელიც თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.