ბათუმში ლიდერ ქალთა საზოგადოების მე-12 საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. წელს ღონისძიება ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა.
შეხვედრა ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერას და ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებიდან შემოსული თანხა ონკოლოგიური პაციენტების დახმარებას მოხმარდება. ორგანიზაციას ახალი წევრებიც შეუერთდნენ.
ღონისძიებაზე ონკო პაციენტები თავად გამოვიდნენ, ხოლო ექიმებმა ამ მიმართულებით დანერგილ სიახლეებზე ისაუბრეს.