ხვალ შეკვეთილში, ატრაქციონების პარკი ციცინათელა გაიხსნება. პარკი 2025 წლის სეზონს განახლებული ხვდება.
სამუშაოები "სთარინგ ჯორჯიამ" ჩაატარა. ტექნიკურ ნაწილთან ერთად შეიცვალა ციცინათელას კონცეფციაც.
გასართობ პარკში მისულ ბავშვებს თავგადასავლები ელოდებათ. შეცვლილია პარკით სარგებლობის წესებიც, პროექტში კი ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.