ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით კონცერტი გაიმართა უნივერსიტეტის მიმდებარედ ზღვისპირა პარკში. კონცერტში ბსუ-სთან არსებული მუსიკალური ბენდი და მოწვეული ჯგუფები მონაწილეობდნენ.
სცენა დაეთმო ასევე სარეაბილიტაციო ცენტრ “თანა”ს ბენეფიციარებს, შეასრულეს მუსიკალური ნომრები. ღონისძიება სტუდენტების პროექტის “ART -ერას” ფარგლებში მოეწყო, რომელკც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგბეტოს პროგრამის “სტუდფესტი 2025”-ის გამარჯვებულია. პროექტი ძირითადად შშმ პირების მხარდაჭერას ითვალსიწინებს.