სულხან თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის სხდომაზე რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა

30 ივნისი 2025, 14:40 79 ნახვა

სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა. 

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის მიზანია რეგიონში განხორციელებული პროექტები და პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე.

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, აჭარა ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება. საზეიმოდ გაიხსნა საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში. დაპირებისამებრ, ტურისტული სეზონის დაწყებამდე, დასრულდა რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ფაზა და აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

მისივე თქმით, ქობულეთში სეზონის ოფიციალურ გახსნამდე დასრულდება ფიჭვნარის ბულვარის მოწყობის პირველი ეტაპი. ასევე, ქობულეთში დასკვნით ეტაპზეა ე.წ. „ეკო სანაპიროს“ რეაბილიტაციის პროექტი.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება მაღალმთიან აჭარაშიც. შუახევის მუნიციპალიტეტში, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი აშენდა. ზიპლაინის ფუნქციონირებაზე საერთაშორისო იტალიური კომპანია იქნება პასუხისმგებელი. კომპანიის წარმომადგენლები უკვე საქართველოში არიან.

სულხან თამაზაშვილის თქმით, დაბა ხულოში დაიწყო სპორტული სკოლის და სტადიონის მშენებლობა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სკვერის რეაბილიტაცია. ქვემო ვაშლოვანში დასრულდა ახალი სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შენობის კეთილმოწყობა.

ასევე განაცხადა, რომ აქტიურად ვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა მაღალმთიან აჭარაში, დასკვნით ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია.

აჭარის მთავრობის თავჯდომარემ განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ახალი შენობა შენდება. ასევე, ფართოვდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რისთვისაც დამატებით ოთხ სართულიანი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი