აჭარის მთავრობის სხდომა

30 ივნისი 2025, 18:01 161 ნახვა

ახალი მინისტრების წარდგენის შემდეგ მთავრობის სხდომა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტრული ღონისძიებებზე მსჯელობით გაგრძელდა.

სულხან თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე პროექტებზე და ტურისტულ სეზონზე , რომელსაც რეგიონი სიახლეებით ხვდება.

ქობულეთში ტურისტული სეზონი ოფიციალურად ივლისის შუა რიცხვებში გაიხსნება საზეიმო ფესტივალით.

მანამდე კი გეგმაშია ფიჭვნარში, ბულვარის მოწყობის პირველი ეტაპის დასრულება, წელს ქობულეთში ე.წ. „ეკო სანაპიროც“ რეაბილიტირებული იქნება. 

ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება მაღალმთიან აჭარაშიც, მათ შორის როგორც სპორტული სასკოლო და ტურისტული, ასევე აქტიურ ფაზაშია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მაშინ როცა საუბარია თანაბარი გადანაწილების პრინციპზე, მნიშვნელოვანია ყველა პროექტი მორგებული იყოს ადგილობრივების საჭიროებებზე.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი