საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს შეხვდა

01 ივლისი 2025, 13:19 283 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს შეხვდა. აჭარის მთავრობის სახლში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ასევე ისაუბრეს  ტურისტული სეზონის მიმდინარეობასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ ახალ პროექტებზე. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აჭარაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მიხეილ ყაველაშვილმა  სულხან თამაზაშვილისგან  სამომავლო გეგმების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და მას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებები კიდევ ერთხელ უსურვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი