ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტრანსრეგულირების სამსახურის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტით მოძრაობის და მგზავრთა გადაყვანის ხანგრძლივობა გაიზარდა. კონკრეტულად, აღმაშენებლის და რუსთაველი ქუჩებზე საღამოს 9-სთ ჩათვლით შეეძლებათ მგზავრებს მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა.
ასევე ხელშეკრულებით მომუშავე ხაზის მიკრო ავტობუსების მოძრაობის გრაფიკიც გახანგრძლივდა.
კონკრეტულად ღამის 11-საათამდე იმოძრავებს მიკრო ავტობუსები, რომლებიც სადგურიდან, გასართობ ცენტრ ციცინათელამდე მოემსახურებიან მგზავრებს.
რაც შეეხება მგზავრობის ტარიფებს ქალაქის ნაწილში უცვლელი რჩება, რაც შეეხება ციცინათელამდე მგზავრთა გადაყვანას 1-ლარი გახდა.
როგორც ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, ქალაქში ტურისტების მატების და მგზავრთა მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია ქალაქში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსის მოძრაობის ხანგრძლივობა კიდევ გაიზარდოს საღამოს 10-საათის ჩათვლით.