ბათუმში მეზღვაურთა დღის საზეიმო ღონისძიებას IMO-ს გენერალური მდივანი დაესწრება

01 ივლისი 2025, 19:25 232 ნახვა

საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი არსენიო დომინგესი დაესწრება.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა  და ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში ძირეულად გარდაიქმნა მეზღვაურთა სწავლების სისტემა. საქართველომ გაიარა ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს აუდიტი 2012 და 2022 წლებში.

აღსანიშნავია, რომ წლებია მეზღვაურთა სწავლების სტანდარტების დაცვის კუთხით საქართველო  IMO-ს ,,თეთრ სიაში“ იმყოფება.

დღეს საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირისა და 74-მდე სახელმწიფოს მიერ მსოფლიო მასშტაბით.
 
ამ დროისთვის, მეზღვაურთა დოკუმენტმართვის სისტემაში ქართველ მეზღვაურთა საერთო რაოდენობა შეადგენს 19990-ს. მათ შორის:
ოფიცრების საერთო რაოდენობა - 6936
კაპიტანი - 971, უფროსი თანაშემწე - 826, სავახტო თანაშემწე - 2148,
რიგითების საერთო რაოდენობა - 13054.

ბათუმისა და ფოთის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში დღეის მონაცემებით ირიცხება 2839 სტუდენტი, ხოლო პროფესიულ სასწავლებლებში - 1135.

ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობისა და შესაბამისი სამუშაო და სოციალური პირობების უზრუნველყოფის მიზნით საქართველო შეუერთდა საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციას და 2024 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა  „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ კანონი.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი