მიუსაფარი ცხოველების მონიტორინგი

03 ივლისი 2025, 14:45 159 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ბულვარის ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველების მონიტორინგი განხორციელდა.

ტერიტორიიდან აყვანილ უპატრონო შინაურ ცხოველებს ჩაუტარდება სტერილიზაცია-კასტრაცია, ვაქცინაცია  და რევაქცინაცია.

მუნიციპალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დაბირკული და უვნებელი მიუსაფარი ცხოველი, კანონის შესაბამისად დაუბრუნდება აყვანის პირველად არეალს. მათი თქმით, ამ ეტაპზე 2160 შინაურ ცხოველს ჩაუტარდა მოვლა-პატრონობისთვის გათვალისწინებული ღონისძიება.

90 მიუსაფარი შინაური ცხოველი კი გაჩუქდა მზრუნველ პატრონზე. პროექტი, წლის ბოლომდე უპატრონო ძაღლებისა და კატების, სულ 4700 ცხოველის მოვლა-პატრონობას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში