“საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის" თავმჯდომარის განცხადება

04 ივლისი 2025, 14:15 126 ნახვა

„საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის" თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევებით ქვეითთა გარდაცვალების საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს.  ირაკლი იზორიას ინფორმაციით, მხოლოდ გასული სამი თვის განმავლობაში ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევას 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც იზორიამ ბრიფინგზე განაცხადა,  პრობლემის გადასაჭრელად  მხოლოდ სანქციების გამკაცრება საკმარისი არ არის და საჭიროა ურბანული სიჩქარეების დაბალანსება.  მისი დაკვირვებით  აუცილებელია ქულათა სისტემის გადახედვა.   

საგზაო მოძრაობის დარღვევის გამო 2019 წელს 33 ათასი ქვეითი დაჯარიმდა, ორგანიზაციის დაკვირვებით ამ პერიოდში დაშავებულ ქვეითთა რაოდენობა შემცირდა, შემდეგ კი ჯარიმების შემცირებამ შემთხვევების რაოდენობა ისევ გაზარდა.  

აქვე გეტყვით, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ საგზაო მოძრაობის დამრღვევ ქვეითებს ეხება და ჯარიმის ოდენობა ხუთმაგდება.  

„ქართული ოცნები“ დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტით  იზრდება ჯარიმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის.

აღნიშნული 10 ლარის ნაცვლად გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით 100 ლარით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი