ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

05 ივლისი 2025, 11:49 123 ნახვა

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საპრევენციო ღონისძიებები გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე თერმული ნისლით  სენაკში  600 ჰექტარი დამუშავდა,  საპრევენციო ღონისძიებები  კი ეტაპობრივად დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.
სააგენტოს განმარტებით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად, უსაფრთხოების წესების დაცვით ხორციელდება. სააგენტო მოსახლეობას  მოუწოდებს  თხილის ბაღებში წამლობა აგროკალენდრის მიხედვით დროულად განახორციელოს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში