5 ივლისის მოვლენები

05 ივლისი 2025, 18:24 135 ნახვა

5-ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან ოთხი წელი გავიდა. 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირი მედიაზე ძალადობისა და აგრესიის ეპიცენტრად იქცა. რადიკალური დაჯგუფების წევრები მედიის 53 წარმომადგენელს სასტიკად გაუსწორდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები, დევნა, დამამცირებელი მოპყრობა და დამტვრეული ტექნიკა – ამ შედეგით დასრულდა შეტევა და ძალადობა მედიასაშუალებებზე. თავდასხმის დროს მძიმედ დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ძალადობრივ მოვლენებზე ჯამში 30-მდე ადამიანი დააკავეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში