რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრის მსახიობებმა ბათუმში სპექტაკლი დადგეს. გასტროლის ფარგლებში მაყურებელთან შეხვედრა ბათუმის დრამატული თეატრის "მცირე სცენაზე" შედგა.
სპექტაკლი "არასაფრენი დღეები" რეჟისორმა გიორგი ქანთარიამ რეზო თაბუკაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგა, რომელშიც მოთხრობილია ყოველდღიური ადამიანური პრობლემების შესახებ და მოვლენები ქვეყანაში სამოქალაქო ომის პირობებში ვითარდება. დღეს კი 19 საათზე რუსთავის პროფესიული თეატრი ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე ვაჟა-ფშაველას სტუმარ - მასპინძელსაც დადგამს.