ავარია ბათუმში - დაშავებულია ორი ადამიანი

06 ივლისი 2025, 18:24 1212 ნახვა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები ბათუმის კლინიკებში გადაიყვანა.

კლინიკის ინფორმაციით, ერთი პაციენტი საავადმყოფოში გულმკერდის არეში მსუბუქი, ზედაპირული დაზიანებით შეიყვანეს და იგი უკვე ბინაზე გაეწერა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთამანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა მახინჯაურის დასახლებაში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში