ბათუმი-თბილისის მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევა სუფსაში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობითვე, ფაქტზე ადმიმისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო - დაზიანებულია ავტომობილი.
მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.