მძიმე შემთხვევაა, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს, გამოძიება დაადგენს ყველა დეტალს - შალვა პაპუაშვილი

07 ივლისი 2025, 12:55 295 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საგარეჯოში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება და თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"ეს მართლაც მძიმე შემთხვევაა. თორნიკეს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. როგორც ცნობილია, შემთხვევისთანავე დაიწყო გამოძიება და ყველა დეტალი მაქსიმალურად ზუსტად გაირკვევა. შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისი უწყებები დეტალებს დაადგენენ,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი, ალექსი ახვლედიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევარ შენახვას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში