კლინიკაში აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება

07 ივლისი 2025, 13:26 482 ნახვა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ  სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რიჟვაძეს ოპერაცია ამ ეტაპზე არ სჭირდება. 

„მძიმეა, სტაბილურია. ოპერაცია ახლა არ სჭირდება. რეანიმაციაშია, მართვით სუნთქვაზეა, მძიმე, მაგრამ სტაბილურია“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ. 

თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით დღეს შეიყვანეს. მოგვიანებით რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამასთან, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი. შსს-ს ცნობით, ახვლედიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში