მომხდარის შესახებ მედიის საშუალებით გავიგე, ახლა მთავარია ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა - დავით გაბაიძე

07 ივლისი 2025, 14:55 1016 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საგარეჯოში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება. როგორც ჩვენთან სატელეფონი საუბრისას განაცხადა თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"ფაქტის შესახებ ვიცი იმდენი, რამდენიც დაახლოებით თქვენ, გავიგე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან. ახლა, საავადმყოფოში თბილისის მიმართულებით მივდივარ. მეტი ინფორმაცია ალბათ მერე მექნება. ჩემთვის ამ შემთხვევაში მთავარი არის ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა", - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი, ალექსი ახვლედიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევარ შენახვას გულისხმობს.

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში