ბათუმის დრამატული თეატრის 146-ე თეატრალური სეზონი სპექტაკლით „ღალატი„ დაიხურა . ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა. სპექტაკლში როგორც ბათუმის დასის წევრები, ასევე მოწვეული მსახიობები მონაწილეობენ. ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი გასული საუკუნის მსახიობი, საზოგადო მოღვაწე და დრამატურგი იყო. ავტორი პიესაში საქართველოს ისტორიის შესახებ გვიამბობს.