სიმართლეს არ შეესაბამება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ლ.ა. გაიტაცეს ან მის გატაცებას შეეცადნენ. ამ ეტაპისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
მათივე ცნობით, პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სამართალწარმოება.
„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მყისიერად დაიწყო სამართლებრივი რეაგირება, ლ.ა.-სთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი გარემოების შესწავლა. ლ.ა.-სა და სამართალდამცველებს შორის მოხდა კომუნიკაცია. მისგან მიღებული ინფორმაციით, მის მიმართ მუქარას ან რაიმე სახის სხვა დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ლ.ა. გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში“, – აცხადებენ შსს-ში.