მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

14 ივლისი 2025, 14:49 101 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს.  ამ წუთებში პროცესზე მზია ამაღლობელის გამოკიტხვა მიმდინარეობს. სასამართლომ დღეს დაცვის მხარის ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლია.  მანამდე კი ამაღლობელის ადვოკატებმა “ ქართული ოცნების “ წევრის ნინო წილოსანისა და პრემიერ - მინისტრის ირაკლი კობახიძის სასამართლოში გამოკითხვა მოიტხოვგეს, რაც  მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა. 

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც სასამართლო უარს ამბობს კობახიძის გამოკითხვაზე. ადვოკატების განცხადებით, ირაკლი კობახიძე და სასამართლოს მიერ წახალისებული სხვა პირები, სისტემატიურად არღვევენ ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას. ადვოკატების განცხადებით, პოლიციელ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკის შინაარსი , სადაც ის წერს რომ მზია ამაღლობელი იღებდა დავალებებს და პოლიციელზე თავდასხმაც დაგეგმილი იყო, ინფორმაციულად ემთხვევა ირაკლი კობახიძის საჯარო განცხადებებს ამაღლობელთან დაკავშირებით.

დაცვის მხარის მოთხოვნა იყო სასამართლო უნდა დაინტერეს კობახიძეს საიდან აქვს აღნიშნული ინფორმაციები, მაშინ როცა პოლიციელი ჩიტაია პროკურატურამ მოწმეთა სიიდან ჩახსნა და უარი თქვა სასამარლოში მის გამოკითხვაზე.  მზია ამაღლობელის სასამართლოს ესწრებიან პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების კერძოდ, ჟურნალისთა დაცვის კომიტეტის, რეპპრტიორებო საზღვრებს გარეშეს, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში