კურორტ “ბეშუმის” ტურისტული სეზონის გახსნა დროებით გადაიდო

15 ივლისი 2025, 09:27 309 ნახვა

თბილისში მომხდარი შემთხვევის გამო ხულოს მერიამ კურორტ  "ბეშუმში" დაგეგმილი ტურისტული სეზონის გახსნა დროებით გადადო. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

"თბილისში დატრიალებული ტრაგიკული შემთხვევის გამო, კურორტ „ბეშუმში“ დაგეგმილი ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიება დროებით გადადებულია.

ღონისძიების ახალი თარიღის შესახებ წინასწარ გაცნობებთ.

ვუსამძიმრებთ ყველა დაზარალებულს და ვიზიარებთ საერთო მწუხარებას",- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი