დასაქმების ფორუმი გაიმართა ოზურგეთში ღონისძიების ფარგლებში, 30-მდე ადგილობრივმა და ქსელურმა კომპანიამ, რეგიონში არსებული აქტიური ვაკანსიები წარადგინა. ფორუმის პარალელურად, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებთან ერთად, მსჯავრდებულების მიერ შექმნილი სუვენირებიც იყო წარდგენილი.