მიხეილ ყაველაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

15 ივლისი 2025, 15:29 74 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ოჯახთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო. ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

მათივე ცნობით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის დადების დღესასწაულთან დაკავშირებით ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლინა.

სადღესასწაულო წირვას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტრადიციულად, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ღვთისმშობლის კვართი და სხვა სიწმინდეები დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს და მსვლელობით ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. მრევლს წელიწადში ერთხელ, სწორედ ვლაქერნობის დღესასწაულზე აქვს შესაძლებლობა, მთელი დღის განმავლობაში მოილოცოს აღნიშნული სიწმინდეები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი