გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა

16 ივლისი 2025, 11:44 118 ნახვა

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს. როგორც unicef-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფონდმა  მიზნობრივი კვლევა მოზარდების უნარებისა და ძირითადი კომპეტენციების შესახებ საქართველოს შვიდ რეგიონში ჩაატარა.

კვლევის მიხედვით,  აღინიშნება, რომ ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევები, მრავალმხრივია და მოიცავს წიგნიერებას, მრავალენოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას, განათლებას, ციფრულ კომპეტენციებს, პიროვნულ განვითარებას, მოქალაქეობას, მეწარმეობის უნარებს და მენტალურ ჯანმრთელობას.

დოკუმენტში ჩამოთვლილია მკვეთრად გამოხატული პრობლემების შესახებ. კვლევის შედეგებში  აღნიშნულია, რომ მოსწავლეებში ძირითადი კომპეტენციების ეფექტიანად განვითარებისათვის აუცილებელია ფორმალური განათლების გაძლიერება სკოლამდელი განათლებიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით და არაფორმალური საგანმანათლებლო შესაძლებლობების მხარდაჭერა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი