მოვუწოდებ მოსახლეობას, მაღალი ტემპერატურის დროს თავი შეიკავონ გარეთ ყოფნისგან და მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი - პაატა იმნაძე

16 ივლისი 2025, 16:30 325 ნახვა

მოვუწოდებ მოსახლეობას, მაღალი ტემპერატურის დროს თავი შეიკავონ გარეთ ყოფნისგან და მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, წყალი, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძე, მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აძლევს.

„ზაფხულის ცხელ დღეებში თავი შევიკავოთ გარეთ ყოფნისგან. ვეცადოთ, ვიყოთ მაქსიმალურად ჩრდილში. ასევე, ვატაროთ ღია ფერის ტანსაცმელი, რათა ქსოვილი გამტარი იყოს. ასევე, ძალიან კარგია დიდი რაოდენობით სითხის – წყლის მიღება. თუ გვინდა, სახლში სიგრილე შევინარჩუნოთ, უნდა გავაღოთ ფანჯრები და გადავწიოთ ფარდები, რათა მზის სხივები ნაკლებად შემოვიდეს. ასევე, კარგია სველი პირსახოცის ჩამოკიდება, იგი ატენიანებს ჰაერს და შველის ტემპერატურის დაწევას. თუ ტემპერატურა 35 გრადუსზე მეტია, ვენტილატორი არ შველის. ვისაც, კონდიცირების საშუალება არ აქვს, შეუძლია, საზოგადოებრივი სივრცეებით ისარგებლოს. ასევე, აუცილებელია ღამე ფანჯრების გაღება, როდესაც შედარებით სიგრილეა, რათა მაქსიმალურად განიავდეს საცხოვრებელი სივრცე. ორგანიზმს გაგრილებაში სველი პირსახოციც ეხმარება. მაღალი ტემპერატურის დროს, ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ მივიღოთ დიდი ოდენობის საკვები და მოვერიდოთ ცილას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი