ობიექტზე კონტრაქტორის მიერ მიმდინარეობდა საფასადე ხარაჩოს მონტაჟის სამუშაოები, რა დროსაც, მონტაჟის პროცესში ხარაჩო ჩამოიშალა, მიმდინარეობს შესწავლა ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად - კომპანია „ნექსთ ჰოლდინგი"

18 ივლისი 2025, 15:00 178 ნახვა

ობიექტზე კონტრაქტორის მიერ მიმდინარეობდა საფასადე ხარაჩოს მონტაჟის სამუშაოები, რა დროსაც, მონტაჟის პროცესში ჩამოიშალა ხარაჩო. ადგილზე სასწრაფოდ მოხდა შესაბამისი სპეციალური სამსახურების მობილიზება და დაშავებულის გადაყვანა საავადმყოფოში, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „ნექსთ ჰოლდინგის" განცხადებაშია აღნიშნული. კომპანია გუშინ გონიოში ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება, რომლის დროსაც ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

"„ნექსთ ჰოლდინგი“, მასში შემავალი ყველა კომპანიის თანამშრომლები გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას, გუშინ გონიოში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც, სამწუხაროდ, ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ობიექტზე კონტრაქტორის მიერ მიმდინარეობდა საფასადე ხარაჩოს მონტაჟის სამუშაოები, რა დროსაც, მონტაჟის პროცესში ჩამოიშალა ხარაჩო. ადგილზე სასწრაფოდ მოხდა შესაბამისი სპეციალური სამსახურების მობილიზება და დაშავებულის გადაყვანა საავადმყოფოში, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ნათესავებსა და ახლობლებს, ვუცხადებთ მათ გულწრფელ თანადგომას და მხარდაჭერას ამ უკიდურესად მძიმე და რთულ ვითარებაში.

მომხდართან დაკავშირებით, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მიმდინარეობს დეტალური შესწავლა ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად"- აცხადებენ კომპანიაში.

გუშინ, გონიოში, ერთ-ერთ მშენებარე კორსპუში რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი