სულხან თამაზაშვილი ქობულეთში ზაფხულის ფესტივალს დაესწრო და დაცულ ტერიტორიაზე ისპანის ტორფნარი დაათვალიერა

21 ივლისი 2025, 15:44 202 ნახვა

ქობულეთში ზაფხულის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო.

ქობულეთის ცენტრალური პარკი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთო. ღონისძიება კოსტიუმირებული მსვლელობით და დრამების შოუთი გაიხსნა. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და გასართობი სივრცეები. საღამო ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.

ფესტივალის პარალელურად, სულხან თამაზაშვილმა ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ისპანის ტორფნარი დაათვალიერა. ისპანის ტორფნარი UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ამჟამად ტერიტორიაზე გადმოსახედი კოშკურის მშენებლობა იწყება. გასულ წელს ტორფნარზე დასრულდა გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკებისა და მოსასვენებელი ზონების მოწყობა.

პროექტის მიზანია ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა რეგიონში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი