„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, პოლიციელ მირიან ქავთარძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა. აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა პროკურატურამ დღევანდელ პროცესზე დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
კერძოდ, საბა სხვიტარიძეს ბრალი ჰქონდა წაყენებული 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ითვალისწინებს 7-დან 11-წლამდე პატიმრობას. აღნიშნული მუხლი მას ახლა 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ექვსი თვიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამგვარად, საბა სხვიტარიძის ბრალდებიდან უშუალოდ პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი სრულიად გაუქმდა.
მუხლის გადაკვაკიფიცირების გამო, დაცვის მხარემ ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და საბა სხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.