საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა.
მიხეილ ყაველაშვილმა მათ უმნიშვნელოვანესი მიღწევა მიულოცა და თითოეულს ეროვნული საქმის კეთებისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, მათ მიერ გაწეული შრომა აძლიერებს ქვეყანას, საზოგადოებას და უდიდეს მოტივაციას აძლევს მომავალ თაობებს.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და ეროვნული პრემიის კომისიის წევრები, ასევე მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.