ქართულ-აზერბაიჯანული ახალგაზრდული ბანაკი

25 ივლისი 2025, 10:19 124 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აზერბაიჯანში ქალაქ გუბაში საზაფხულო ბანაკში მონაწილე  ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების განხოციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

ბანაკი აზერბაიჯანში გუბაში, ბაქოსა და სუმგაითში იმართება. ქართულ-აზერბაიჯანული ახალგაზრდული კვირეული 22 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს სრულდება, მასში 90 სტუდენტია ჩართული.

კვირეული  მოიცავს ექსკურსიებს, სხვადასხვა სპორტულ, შემეცნებით, კულტურულ აქტივობასა და ახალგაზრდული ფორუმის გამართვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში