წითელი ნუსხის სახეობის კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამა იწყება

25 ივლისი 2025, 17:26 167 ნახვა

საქართველოში წითელი ნუსხის სახეობის კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამა იწყება. „სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის“ ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის საშენი მეურნეობა გაიხსნა.

კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი საშენი მეურნეობა 60 ჰექტარ ფართობს მოიცავს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის ფოტოხაფანგებითა და სატელიტური საყელურებით.

ალგეთის ეროვნული პარკის დაცული ტყის მონაკვეთში კეთილშობილი ირმის 7 ინდივიდი - 5 ფური და 2 ხარირემი გაუშვეს, რომლებიც თბილისის ზოოპარკში არიან გამრავლებულები.

სტაბილური და მზარდი პოპულაციის ჩამოყალიბების შემდეგ, კეთილშობილი ირმის ინდივიდების ველურ ბუნებაში გაშვება ეტაპობრივად იგეგმება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში