ბათუმის კულტურის ცენტრის ზაფხულის კონცერტების სერია დასრულდა

27 ივლისი 2025, 11:43 131 ნახვა

ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ბათუმი“  მაყურებლის წინაშე ვრცელი საკონცერტო პროგრამით წარსდგა. სცენაზე შესრულდა როგორც საცეკვაო, ისე სასიმღერო ნომრები. აღსანიშნავია, რომ ყოველი გამოსვლის შემდეგ საზაფხულო თეატრის დარბაზში მყოფი მაყურებელი განსაკუთრებულ ოვაციას გამოხატავდა. იყო ტაში და შეძახილები. როგორც ანსამბლის  მთავარი .

ქორეოგრაფი - შალვა გოგუაძე ამბობს, ეს იყო შემაჯამებელი კონცერტი, რითაც ბათუმის კულტურის ცენტრმა მიმდინარე ზაფხულის სეზონზე კონცერტების სერია დაასრულა.  „ქართული გენია როკვით განფენილი“-მიმდინარე სეზონზე კონცერტებს სწორედ ეს იდეა გასდევდა ლაიტმოტივად.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში