ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

28 ივლისი 2025, 11:51 117 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას განმარტებით, არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რასაც გულდასმით სჭირდება შესწავლა. როგორც მოსამართლემ განმარტა, განაჩენის გამოცხადების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ადვოკატის თქმით, სახეზე იყო წინააღმდეგობის გარემოება, ანატოლი გიგაური იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების რეჟიმში. აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებდა ბრალდების მხარე და ამტკიცებდა, რომ სახეზე იყო დანაშაული. მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, ანატოლი გიგაურმა დარბაზში სხდომებს მიმართა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. ბრალის დამტკიცების შემთხევვაში მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში