კვების ობიექტების მონიტორინგი

28 ივლისი 2025, 11:52 167 ნახვა

კვების ობიექტებს ბათუმში, ქობულეთსა და მაღალმთიანი აჭარის კურორტებზე საზოგადოებრივი სურსათის ეროვნული სააგენტო  ამოწმებს. აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები   სამზარეულოს სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვისა და დამზადების პირობებს, ვადებს, ეტიკეტირებას, ნედლეულის მიკვლევადობას აკონტროლებენ.

სპეციალისტები ბიზნესოპერატორებს  სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აცნობენ და  რეკომენდაციებს აძლევენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რასაც მათივე  ცნობით სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევათა შემცირებული რაოდენობა მოწმობს. კვლავ გამოწვევად რჩება არალეგალური საქმიანობა, რაც განსაკუთრებით მატულობს საკურორტო სეზონზე.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში