შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

28 ივლისი 2025, 14:20 123 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილესთან, როლანდ მესხთან ერთად, ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

უწყების ცნობით, გეკა გელაძემ პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მათ შორის საუბარი შეეხო ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, საქართველოში უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აჭარის რეგიონში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად გაძლიერებული რესურსით არიან მობილიზებულები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებსა და მიმდინარე რეფორმებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში