იტალიელმა და ესპანელმა ინფლუენსერებმა აჭარაში იმოგზაურეს

28 ივლისი 2025, 15:07 132 ნახვა

იტალიელმა და ესპანელმა ინფლუენსერებმა აჭარაში იმოგზაურეს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ტურის ფარგლებში მოგზაურებმა ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე და მთიანი აჭარა მოინახულეს.

"ქედის ძირითადი ტურისტული ადგილების გადაღების შემდეგ ისინი ჩირუხის მთას სტუმრობდნენ, სადაც საზაფხულო იალაღებზე ავთენტური აჭარული ხის სახლების, ადგილობრივების გადაღების, ჩირუხის ორზოლიანი ზიპლაინის გამოცდისა და შუამთის ტბების მონახულების საშუალება ჰქონდათ.

უცხოელმა მოგზაურებმა ასევე, დალაშქრეს მტირალას ეროვნული პარკი და იქ არსებული ტურისტული სერვისებით ისარგებლეს.

აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები ათასობით გამომწერს უზიარებდნენ.

ინფლუენსერები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ"- აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში