შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა

29 ივლისი 2025, 10:10 157 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი მსოფლიო პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში (IPU) მიიღებს მონაწილეობას. ასევე, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის გენერალურ დებატებში მონაწილეობა, სადაც შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა.

„ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. კონფერენციასა და შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში