შეხვედრა მეტყევეებთან

30 ივლისი 2025, 14:50 213 ნახვა

ტემპერატურის მატებასთან ერთად ტყეში ხანძრის გაჩენის რისკიც იზრდება, რის გამოც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას  მოუწოდებს, ტყეში გადაადგილებისას  მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და  უსაფრთხოების წესები დაიცვან. ხელვაჩაურის სატყეო უბანში, აქლემ გორაზე, პრევენციულ ღონისძიებებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო და  მეტყევეებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით აქლემ გორაზე, ტყის დიდი ნაწილის აღდგენა-განახლება მუდმივად მიმდინარეობს და დღემდე  7 ჰექტარზე   7 518 ძირი ხეა გაშენებული.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი