აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით და ხანძრით დაზარალებული ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების პირობებს - სულხან თამაზაშვილი

30 ივლისი 2025, 17:44 177 ნახვა

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ხანძრით და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით და ხანძრით დაზარალებული ოჯახებისთვის 2 500 000 ლარზე მეტი იქნა გამოყოფილი. ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 205 ოჯახი მიიღებს შესაბამის თანხებს. ჯამში, მიმდინარე წელს, 7 მილიონ ნახევარ ლარამდე გამოიყო ჩვენი მოსახლეობის, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად;

700-მდე ოჯახი მიიღებს მატერიალურ კომპენსაციას, რაც რეალურად შეცვლის სოციალურ ფონს რეგიონში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ ადამიანების ცხოვრების პირობებს“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი