ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დღეს იოსებ ბარდანაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

31 ივლისი 2025, 12:35 399 ნახვა

„მე ახლაც თვალწინ მიდგას ბათუმი" ამ სახელწოდებით ბათუმის ხელოვნების ცენტრში დღეს მსოფლიოში ცნობილი ქართველი ებრაელი კომპოზიტორის,  იოსებ ბარდანაშვილის  შემოქმედებითი საღამო  გაიმართება. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული თეატრის დასი,  ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი,ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა,ასევე  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი. კონცერტში მონაწილეობენ  ასევე სოფო ხალვაში , ზვიად ბოლქვაძე და სხვა სოლისტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი