უნდა დამთავრდეს სპეკულაციები, თითქოს ამერიკულ თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი, რადგან ჩვენ დღეს უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება - ბექა ძამაშვილი

31 ივლისი 2025, 13:16 183 ნახვა

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რამხელა პოლიტიკური აჟიოტაჟი იყო ანაკლიის პორტის თაობაზე, თითქოს ეს პროექტი ვერ განხორციელდა ხელისუფლების ბრალეულობით, საუბარი იყო რაღაც დასავლური ინვესტიციების ხელშეშლაზე, ყველა ამ ბრალდებას ერთი წინ პასუხი გასცა პარიზის არბიტრაჟმა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

ბექა ძამაშვილის თქმით, ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა.

„ინვესტორებს მიეცათ შესაძლებლობა, არაერთხელ გადავადებოდათ ამ ვალდებულების შესრულების პერიოდი, თუმცა მათ მხოლოდ საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლეს ამ პროექტის განხორციელება. განსაკუთრებული აქცენტი მათ შორის გამახვილებულია იმ ასპექტზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ძალიან აქტიურად აპელირებდნენ ხოლმე. საუბარია მათ წინააღმდეგ წარმართულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე, ვაშინგტონის არბიტრაჟმაც ამ საკითხზე ძალიან მკაფიო პასუხი გასცა. ფაქტობრივად აღნიშნა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, თუ ის ჩაიდენს დანაშაულს, ექნება იმის დაზღვევა, რომ რაღაც პროექტთან თუ რომელიღაც პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული. ასევე, ყურადსაღებია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული არის ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ, სამი არბიტრის მონაწილეობით ერთხმად, მათ შორის მომჩივრების მიერ დანიშნულმა არბიტრმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად პროექტის განუხორციელებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინვესტორებს. უნდა დამთავრდეს სპეკულაციები, თითქოს ამერიკულ თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი, რადგან ჩვენ დღეს უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყეტილება“, – განაცხადა ძამაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი