ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში მსხვილი ბელგიური კომპანია იან დე ნულ ენ ვი შეირჩა, რომელმაც წინადადება წარმოადგინა ერთობლივი საწარმოს სახით, უახლოეს პერიოდში იგეგმება, თანამედროვე ჯი-პი-ეს სისტემების და ბაზა-როვერის მონტაჟი მშენებლობის სრული კონტროლისთვის, ასევე ზღავში ტალღების მიმოქცევისა და წყლის სიმღვრივის საზომი მოწყობილობების მონტაჟი. კონტრაქტორის მიერ დაწყებულია სპეციალიზირებული ტექნიკის მობილიზაცია.
გაფორმებული კონტრაქტით დაიგეგმა 120 ტონიანი და 90 ტონიანი სპეციალიზირებული ე.წ. ლონგ რიჩი ექსკავატორების მოწოდება სამშენებლო ტერიტორიაზე. 120 ტონიანი ექსაკავატორის შემოსვლის სავარაუდო თარიღია 15 სექტემბერი, ხოლო 90 ტონიანის 15 ოქტომბერი. ასევე ტალღმტეხელის არხის მოწყობისთვის დაკონტრაქტდა სპეციალიზირებული მიწახაპია გემი და სათტვირთო ბარჟა, შემოსვლის სავარაუდო თარიღია 15 ოქტომბერი.