საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას - შემოსავლების სამსახური

01 აგვისტო 2025, 09:57 167 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების მიერ საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე, აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის, 31 ივლისს, მოხდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტის თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი იქნენ დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი