საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად ცვალებადია, ამ ვითარებაში მშვიდობა სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა - ანრი ოხანაშვილი

01 აგვისტო 2025, 17:16 101 ნახვა

საქართველოს ირგვლივ არსებული უსაფრთხოების გარემო არაპროგნოზირებადი და მუდმივად ცვალებადია. ამ ვითარებაში მშვიდობა და სტაბილურობა სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა, უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, სუს-ის თანამშრომლები 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ და ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას, სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ღირსეული თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მათ და მათი ოჯახების მიმართ განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო. ჩემთვის დიდი პატივია ამ ადამიანების მხარდამხარ ქვეყნის სამსახურში ყოფნა. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ოფიცრების ხსოვნის წინაშე!“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი