საარჩევნო ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ტრენერთა კორპუსის გადამზადება დაიწყო.
პროექტი მასშტაბურია, სწავლებას 279 პირი გაივლის. გადამზადებული ტრენერები შემდგომ ეტაპზე, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, ინტენსიურ ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარებენ.
ტრენერთა ტრენინგი 2025 წლის 6 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში განხორციელდება.
ღონისძიება დღეს ცესკოს თავმჯდომარემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა გახსნეს, ისაუბრეს არჩევნებისთვის მზადების პროცესზე.