ბათუმში გურამ თამაზაშვილის სახელობის ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა

06 აგვისტო 2025, 23:58 413 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა.

ფესტივალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო.

გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტია.

ფესტივალი მიზნად ისახავს რეგიონის კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას, ადგილობრივი შემსრულებლების ხელშეწყობასა და ქალაქური სიმღერის პოპულარიზაციას.

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი