დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილეებთან და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად.
„გეკა გელაძემ, დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის წევრებთან შეხვედრა გამართა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუდმივად იქნება გმირი პოლიციელების ოჯახის წევრების გვერდით.
მისი თქმით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული პოლიციელების მიერ გაწეული ღვაწლი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.