4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრაციისთვის საარჩევნო კომისიას 17-მა პარტიამ მიმართა

09 აგვისტო 2025, 00:02 267 ნახვა

ცესკო-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრაციისთვის საარჩევნო კომისიას 17-მა პარტიამ მიმართა, საიდანაც 14 უკვე რეგისტრირებულია, 3 კი განხილვის პროცესშია. 

რეგისტრირებული პარტიები არიან:

  • „ქართული ოცნება“;
  • "ძლიერი საქართველო – ლელო“;
  •  „გახარია საქართველოსთვის“; 
  •  „გირჩი“;
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
  •  „კონსერვატორები საქართველოსთვის“;
  • „მამული, ენა, სარწმუნოება“; 
  • „სახალხო ხელისუფლება“; 
  • "საქართველო“; 
  • „მემარცხენე ალიანსი“;  
  • „ქართველ ერთობა“; 
  • „მწვანეთა პარტია“; 
  • „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; 
  • „თავისუფალი საქართველო“.

„მესამე გზა“, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ და „დემოკრატთა ალიანსი“ ჯერ განხილვის პროცესშია", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ცესკო-ს ცნობით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "ახალი"  არ დარეგიტრირებულან, შესაბამისად მათ საარჩენო ნომრები დაკარგეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი